ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. ინფორმაციას ამის შესახებ „პალიტრა ნიუსი“ ავრცელებს.
ჟურნალისტებს უწყებაში განუცხადეს, რომ ქვეყანაში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომლის რაოდენობაც ნახევარი მილიონია, საწყის ეტაპზე სრულიად უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ადამიანებთან უწევთ კომუნიკაცია.
„ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებსა და ა.შ.“
რაც შეეხება პროდუქციის ზოგად ფასს, ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქვეყანაში წარმოებული პირბადეების ზუსტი ფასი ჯერ განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.