დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, 5 მაისისთვის საქართველოში 20,579 ადამიანს ჩაუტარდა PCR ტესტი ახალი ტიპის კორონავირუსზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო 69 დღის განმავლობაში ჩატარებული 20,579 ტესტის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა 604 ადამიანს. ინფიცირებულთა 40% გამოჯანმრთელდა, 355 ადამიანი კი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გადის. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 9 ადამიანი, რაც გამოვლენილი შემთხვევების მხოლოდ 1,5%-ია.
დაავადების მიმდინარეობა შემთხვევების 83%-ში იყო მსუბუქი/საშუალო სიმძიმის, პაციენტების 13%-ში მძიმედ მიმდინარეობდა, ხოლო ინფიცირებულთა 4%-ისთვის დაავადების მიმდინარეობა კრიტიკულად შეფასდა.