კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე 1 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის კორონავირუსის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, ვირუსით გამოწვეულ გარდაცვალებათა დაახლოებით ნახევარი მსოფლიოს მხოლოდ და მხოლოდ ოთხ ქვეყანაში აღირიცხება. ეს ქვეყნებია – ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.
გარდაცვლილთა მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შეერთებულ შტატებშია. გასულ კვირას აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს მიაღწია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი მაიკ რაიანი ეხმაურება აღნიშნულს და აცხადებს, რომ 1 მილიონი საგანგაშო რიცხვია და აუცილებელია მისი მხედველობაში მიღება მანამ, სანამ მეორე მილიონზე დავიწყებთ ფიქრს.
6 თვის წინ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მისით მსოფლიოს გარშემო 33 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბიზნესსა და სკოლებზე, შექმნა ქაოსი გლობალურ ეკონომიკაში და მილიონობით ადამიანი დატოვა უმუშევარი.
ექსპერტთა ვარაუდით, ვაქცინის შემუშავებამდე და შემდეგ მის გავრცელებამდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 მილიონს მიაღწევს.