29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც – გახარია

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.

ორშაბათიდან, 1 ივნისიდან, გაიხსნება ყველა სახის ღია და დახურული სახის მაღაზიები, მათ შორის მოლები.

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის სარესტორნო მომსახურება და ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სისტემის შესაბამისი შემოწმება.

8 ივნისიდან გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.