საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, გარკვეული ეტაპები კიდევ უფრო დაჩქარდეს.
„ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“