COVID-19 ფიტნესინდუსტრიას 30 მილიარდი დოლარის დაკარგვით ემუქრება 

Photo By Humphrey Muleba

სპორტული ცენტრების ქსელი Town Sports International Holdings, მიუხედავად დახურული ფიტნესცენტრებისა, წევრებისთვის გადასახადის მოთხოვნას კვლავ აგრძელებს. ქსელის შემადგენლობაშია Boston Sports Club, რომელსაც იმის გამო უჩივლეს, რომ, მიუხედავად დაკეტვისა, საწევრო გადასახადის მიღებას განაგრძობდა და გაუქმების მარტივი ვარიანტიც კი ვერ უზრუნველყო.

იმავე მიზეზით უჩივლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთ ფიტნესცენტრებს, როგორიცაა 24-საათიანი ცენტრი სან დიეგოსა და სან რამონში, La Fitness ირვინში (კალიფორნია) და New York Sports Club მანჰეტენში.

პანდემიის გამო ფიტნესინდუსტრია, დაახლოებით, 30 მლრდ. დოლარიანი დანაკარგის საშიშროების წინაშე დგას. ეს ის თანხაა, რომელიც, Statista-ს მონაცემებით, 2017 წელს აშშ-ის ფიტნესცენტრების მთლიანი შემოსავალი იყო.

წყარო – forbes