კორონავირუსის პანდემიის დროს Facebook-ს ახალი ფუნქცია, Community Help დაემატა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, დახმარება მოითხოვონ თავიანთი მეზობლებისგან ან თავად დაეხმარონ მათ.
აშშ-ში მომხმარებლები Community Help-ის პოსტებს მათი ადგილმდებარეობიდან, მაქსიმუმ, 80 კილომეტრის მანძილზე იხილავენ და შეეძლებათ ისეთი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა სურსათის მიწოდება საჭირო ადგილას ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარება.
“ფეისბუქის” ახალი იდეის შინაარსი მსგავსია აპლიკაციის სახელწოდებით Nextdoor, რომელიც ასევე სამეზობლოებსა და ახლო დასახლებებს შიგნით დახმარებაზეა ორიენტირებული.
„იმის ალბათობა, რომ ის, რასაც ეძებ, Facebook-ის მომხმარებელთა შორის იპოვო, ძალიან მაღალია, რადგანაც უამრავი მომხმარებელი გვყავს. ჩვენი მიზანია, ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, აღმოაჩინონ დახმარება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ“
ახალი ფუნქცია რამდენიმე დღეში გაეშვება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და კანადაში. უახლოეს პერიოდში კი ის უფრო მეტი ქვეყნისათვის გახდება ხელმისაწვდომი.