
28 მარტიდან 11 აპრილამდე უნგრეთში კომენდატის საათი ცხადდება. მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლება – სამსახური, მაღაზიები და ვარჯიში.
დილის 9 საათიდან შუადღის 12 საათამდე, მხოლოლოდ ასაკოვან ხალხს შეეძლება მაღაზიებში სიარული, სხვებს კი – 12 საათის შემდეგ.
ამ დროისათვის უნგრეთში ვირუსის 300 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 10 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 34.