მსოფლიოს სამი წამყვანი მედიაპლატფორმა, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით, 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სარეკლამო დროს შესაბამის ორგანოებს უფასოდ დაუთმობენ.
BBC-ს, CNN-სა და Euronews-ს ჯამში წვდომა 800 მილიონზე მეტ ადამიანთან აქვთ. ისინი მზად არიან, გამოყონ როგორც სატელევიზიო, ისე – ონლაინ სარეკლამო სივრცე, რათა ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ სამიზნე აუდიტორიის შერჩევა უკეთ მოხერხდეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) პირველი იქნება, ვინც უფასო რეკლამებით ისარგებლებს.