საქართველოში კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
გარდაცვლილი 81 წლის ქალია.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 652-ს აღწევს, მათგან 383 პირი გამოჯანმრთელებულია, ხოლო – 12 გარდაცვლილი.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.