ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს, Covid-19-ის განმეორებითი ტესტის პასუხებმა უკვე მეორედ დადებითი შედეგი აჩვენა.
,,ტესტი გუშინ გავიკეთე და ღამით მოვიდა პასუხი, რომ კორონავირუსმა ისევ დადებითი შედეგი აჩვენა“, განაცხადა პრეზიდენტმა. ,,მომდევნო დღეებში ტეტს ხელახლა ჩავიტარებ და იმედია, რომ, ღმერთის წყალობით, მალე შევძლებ დავუბრუნდე საქმიანობას“.
ბოლსონარუ კორონავირუსის საფრთხეს მუდმივად ეჭქვეშ აყენებდა და მას ,,პატარა გრიპს“ უწოდებდა. სანამ პრეზიდენტი კორონავირუსის გარშემო გამართულ დებატებში სკეპტიკურ პოზიციას ინარჩუნებდა, ბრაზილიამ ვირუსის გამო ორი ჯანდაცვის მინისტრი დაკარგა.
ბოლსონარუს თქმით, მას სიმპტომები არ ჰქონია. პრეზიდენტი ძირითად დროს იზოლაციაში, თავის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ატარებდა. მართალია, ის ოთხშაბათს სახალხო ცერემონიას ესწრებოდა, მაგრამ პრეზიდენტი ატარებდა ნიღაბს და ინარჩუნებდა სოციალურ დისტანციას.
ამ დრომდე ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს, საიდანაც 75 000 გარდაცვლილია. ამ მონაცემებით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.