21 ივნისს მსოფლიოში კორონავირუსის 183 ათასი შემთხვევა დადასტურდა, რაც, ჯერჯერობით, უდიდესი დღიური ნამატია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ამას გარდა, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 9 მილიონს მიუახლოვდა. კოვიდ-19 მსოფლიოს 216 ქვეყანაშია გავრცელებული.
ყველაზე მეტად დაავადება კვლავაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაშია გავრცელებული. ამას გარდა, თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღისათვის ემზადება, რომლის გამოჩენა შემოდგომაზეა ნავარაუდევი.
დღევანდელი მონაცემებით, ჯამურად, საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 761 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო სტაციონარში 269 ადამიანი მკურნალობს.