საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს “ნიუ ჰოსპიტალიდან” გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, ქალის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო და მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა – ორმხრივი პნევმონია, მწვავე ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.
„პაციენტი, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა.