
ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს Stopcov.ge დისტანციური ღონისძიებების სექცია დაემატა.
Stopcov.ge-ზე დღეიდან დისტანციური ღონისძიებების განრიგის ნახვაც გახდება შესაძლებელი.
უახლოესი დაგეგმილი ღონისძიებები 29-30 აპრილსაა ჩანიშნული. მათ შორისაა
„სულხან ნასიძე 90“ და გიორგი ცაგარელისა და ნიკოლოზ რაჭველის ლაივსტრიმი.