არიზონას შტატში პრეპარატ ქლოროქინის ფოსფატის ურეცეპტოდ გამოყენების გამო მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მისი ცოლი კი რეანიმაციაშია.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, წყვილმა ფარმაცევტული ვერსიის ნაცვლად, აკვარიუმებისთვის განკუთვნილი წამალი მიიღო. ქალის საუბრებიდან ირკვევა, რომ ამ წამლის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლიდან შეიტყვეს და მისი მიღება კორონავირუსის პრევენციისათვის გადაწყვიტეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქლოროქინი COVID-19-ის წინააღმდეგ შესაძლოა ეფექტური იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია, როგორც FDA ამბობს, ჯერჯერობით მეცნიერულად დაუმტკიცებელია და მას შესაბამისი კვლევა სჭირდება.
„COVID-19-ის გარშემო შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, გვესმის, რომ ხალხი ცდილობს სხვადასხვა გზებით იმკურნალოს ან ვირუსის პრევენცია ჩაიტაროს, თუმცა თვითმკურნალობა სწორი გამოსავალი არ არის.“
წყარო – CNN