COVID-19-ის მკურნალობა გამოჯანმრთელებულთა სისხლის დონაციითაა შესაძლებელი – FDA

Photo By LuAnn Hunt

23 მარტის დადგენილებით, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ექიმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებას რთავს, ახალი კორონავირუსით დაავადებულ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს უკვე გამოჯანმრთელებულთა სისხლის პლაზმის დონაციით უმკურნალონ, ვინაიდან მათ ორგანიზმში ვირუსთან საბრძოლველი ანტისხეულები უკვე გააქტიურებულია.

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა ანტისხეულების მეშვეობით მკურნალობის მეთოდი საუკუნეებს ითვლის. მას ჯერ კიდევ 1918 წელს, გრიპის პანდემიისას იყენებდნენ, სანამ თანამედროვე ვაქცინები და მკურნალობის მეთოდები გაჩნდებოდა.

ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, სანამ მსოფლიო რაიმე უფრო ეფექტურს არ აღმოაჩენს, ამჟამად ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ეს საუკეთესო საშუალებაა.

წყარო – nbcnews