რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, მეზობელ ქვეყნებთან. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ესმიმართულება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ კრიზისი საქართველოსთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა.
„რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ – მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი – კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდესშესაძლებლობა. ჩვენ ეს გამოწვევა, გლობალური პანდემია, გლობალური კრიზისი უნდა გავხადოთშესაძლებლობად. გავხდეთ უფრო ეფექტურები და წარმატებულები გლობალურ კონკურენციაში. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი გახლავთ ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. ამისთვის ძალიანაქტიურად მუშაობს ტურიზმის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. დღეს ჩვენშეგვიძლია ვთქვათ რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაცჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოშისულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიურიმოლაპარაკებები გვაქვს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, ჩვენს მეზობლებთანდა ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი. მაგრამამისთვის უცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.