ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად სახელმწიფოებმა საჯარო სივრცეებთან დაკავშირებით მრავალი შეზღუდვა შემოიღეს. სახლში დარჩენისკენ მოსახლეობას პირველად იტალიაში მოუწოდეს და ნელ-ნელა გზავნილი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. შედეგად, გზებზე მოძრაობა და დაგეგმილი ფრენები მინიმუმამდე (60%-95%) შემცირდა.
მართალია, მიღებულმა ზომებმა მრავალი ეკონომიკური და სოციალური შოკი გამოიწვია, თუმცა ჰაერის დაბინძურება და სითბური აირების გამოყოფა საგრძნობლად შემცირდა – მარტსა და აპირლში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი უამრავ ქალაქში გაუმჯობესდა. ეს, პირველ რიგში, კარბონის დიოქსიდისისა (CO2) და ნიტროგენის ოქსიდის (NOx) შემცირებამ, ასევე, ოზონის (O3) ცვლილებამ, გამოიწვია.
სავარაუდოდ, გლობალური საზოგადოება ამ ყველაფრის წყალობით კლიმატური ცვლილებების მოახლოებული ტალღის გრძელვადიანად შეჩერებას შეძლებს, თუმცა კრიზისთან დაკავშირებული შედეგები გარემოზე ბოლომდე პოზიტიური არ არის – გაიზარდა გადაუმუშავებელი ნარჩენების მოცულობა, დროებით შეწყდა ბუნებრივი ეკოსისტემის მოვლა, დაცვა და მონიტორინგი.
გარდა ამისა, პოლიეთილენის ჩანთების გამოყენება მაღაზიებმა კვლავ დაიწყეს. ვინიდან ხალხი აქტიურად სარგებლობს ადგილზე მიტანის სერვისებით, გაიზარდა ერთჯერადი გამოყენების შეფუთვების რაოდენობაც.
ის სახეობებს, რომლებიც აქამდე განსაკუთრებული ყურადღებისა და დაცვის ქვეშ იყვნენ, ახლა საფრთხე ემუქრებათ – ეროვნულ პარკებში მომუშავე გარემოს დამცველები სახლებში აღმოჩნდნენ. გაზრდილია ტყის არალეგალურად ჩეხა, მეთევზეობა და ნადირობა.