საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამში 2,285 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 11,6%-ით მეტია.

მშენებლობის ნებართვების დაახლოებით 55% ქ. თბილისში დაგეგმილ მშენებლობებზე გაიცა, ქვემო ქართლზე 10%, ხოლო აჭარასა და იმერეთზე 6.7-6.7%. ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა.

2020 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში მიიღეს 400 ათას კვ.მ.-ზე მეტი ფართობის 484 ობიექტი, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 21.8%-ით ნაკლებია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 29.5% თბილისზე, 12.6% კახეთზე, 12.2% იმერეთზე, 11.8% ქვემო ქართლზე, ხოლო 7.8% მცხეთა-მთიანეთზე მოდის.