თიბისი კონცეპტი ‒ პერსონალური საბანკო მომსახურების ხვალინდელი დღე | ინტერვიუ ნატა ხურციძესთან

პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელიც დიდწილად პირადი ბანკირების დაუღალავ შრომაზე გადის, ნებისმიერი ბანკის დასაყრდენია. ასეა თიბისის შემთხვევაშიც, რომელიც პერსონალური საბანკო მომსახურების ტრადიციულ ჩარჩოებს გასცდა და რამდენიმე წლის წინ,საკუთარ მომხმარებლებს უნიკალური მრავალმხრივი გამოცდილება – თიბისი კონცეპტი შესთავაზა.დროის გასვლასთან ერთად, თიბისი კონცეპტი განსაკუთრებით დაიხვეწა და გაფართოვდა – დღეს, ამ მიმართულების მესვეურები საქართველოს სხვა ქალაქების ათვისებაზეც საუბრობენ.

პანდემიის შედეგად ადამიანებმა საკუთარი დრო კიდევ უფრო დააფასეს. ცხადია, მომხმარებლების ამ მოთხოვნას უპასუხა თიბისიმაც, რომელმაც პერსონალური საბანკო მომსახურების ფარგლებში მათ დამატებითი სერვისები შესთავაზა. ტრადიციული საბანკო მომსახურების გარდა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაესწრონ კონცეპტ შეხვედრებსა და გამოფენებს, გამოიყენონ მარჯანიშვილის 7-ში არსებული საერთო სამუშაო სივრცე და ბიბლიოთეკა და ისარგებლონ უამრავი შეთავაზებით და აქციით.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს განსაკუთრებით აინტერესებთ – მოგზაურობაა. ამ დრომდე, პარტნიორებთან, Visa-სთან დაMastercard-თან ერთად, თიბისიმ მომხმარებლებს მსოფლიოს ათას ორას აეროპორტში ლაუნჯით სარგებლობა შესთავაზა და არაერთი დამატებითი სერვისის გამოყენების შესაძლებლობა მისცა, მათ შორის ბარგისა და მოგზაურობის დაზღვევა და აეროპორტში დახვედრისა და გაცილების სერვისი.

ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი შესაძლებლობა შეემატა – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე თიბისი კონცეპტის სივრცე, რომლის გამოყენება კონცეპტისა და დაგროვილი კაპიტალის მართვის მომსახურების მომხმარებლებს უფასოდ და ულიმიტოდ შეუძლიათ. თიბისი კონცეპტის სივრცე, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სივრცის ანალოგიურად შეიქმნა, მგზავრებისთვის განკუთვნილ კომფორტულ გარემოს, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვან მენიუს და მცირე ბიბლიოთეკას აერთიანებს.

თიბისი კონცეპტის უახლეს სივრცეზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის აწმყოსა და მომავალზე, პერსონალური საბანკო მომსახურების თავისებურებებზე და პანდემიურ გავლენაზე, თიბისი კონცეპტის ხელმძღვანელს, ნატა ხურციძეს ვესაუბრეთ.

ნატა, რა სიახლეები შესთავაზეთ მომხმარებელს 2022 წელს და რა შედეგები გაქვთ სადეპოზიტო და სასესხო პორტფელის მოცულობების მიხედვით?

გასული წლის ბოლოს, მომხმარებლებს 360 ნაკრები შევთავაზეთ, რომელსაც გაზრდილი შესაძლებლობები და უფრო დიდი ლიმიტის მქონე ბარათები მოჰყვება. ამასთანავე, აქცენტი გავაკეთეთ საინვესტიციო პროდუქტებზე და ამ ნაკრების მფლობელებს თიბისი ბროკერის სერვისებით ავტომატურად სარგებლობის საშუალება მივეცით. სიმართლე გითხრათ, 360 ნაკრების პოპულარობამ მოლოდინს გადააჭარბა და მივხვდით, რომ მომხმარებელს ზუსტად ის შევთავაზეთ, რაც მას უნდოდა და სჭირდებოდა.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სადეპოზიტო და სასესხო პროდუქტების მიხედვით ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ: თითქმის 750 მილიონით გავზარდეთ სესხების პორტფელი და თითქმის 850 მილიონით – დეპოზიტების პორტფელი. ამრიგად, ორივე მიმართულებით მილიარდთან მიახლოებული ზრდა დავაფიქსირეთ.

შეიცვალა თუ არა პერსონალური საბანკო მომსახურება პანდემიის შედეგად? აღმოჩნდა თუ არა ეს ისეთი წინაღობა, რომელმაც მთლიანად სექტორი შეცვალა?

ვფიქრობ, ადამიანებმა საკუთარი დრო ბევრად უფრო დააფასეს. პერსონალური საბანკო მომსახურების ერთ­-ერთი მთავარი ღირებულება და სარგებელი, რომელსაც მომხმარებელი იღებდა – პირადი ბანკირის დახმარებით პროცესების გამარტივება იყო. პანდემიისას, ადამიანები დისტანციურად მუშაობას მიეჩვივნენ და მიხვდნენ, რომ ფილიალში სიარული აღარ სჭირდებოდათ– თუ, ცხადია, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები არ უნდა შეესრულებინათ. პროცესების გამარტივებაზე პანდემიის დროსაც ვიმუშავეთ და ლიმიტებიც გავზარდეთ, ადამიანებისთვის მეტი კომფორტი რომ შეგვექმნა. თუმცა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინტერესების დაცვა და მის მხარეს არსებული რისკების დაზღვევა – ცხადია, ამ მიმართულებითაც მუდმივად ვმუშაობთ.

ამასთანავე, პანდემიის შემდეგ საკმაოდ გაიზარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებზე დასწრების მაჩვენებელი – ვგულისხმობ, როგორც კონცეპტ შეხვედრებს, ასევე სხვადასხვა თემატიკის მასტერკლასებს. თუ ადრე, შეხვედრებს რეგისტრირებული მომხმარებლების ნახევარი ესწრებოდა, ახლა – მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. ვფიქრობ, პანდემიის შედეგად ადამიანებმა ღირებულებები გადააფასეს და მიხვდნენ, რომ სჯობს თავისუფალი დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ და საინტერესოდ გამოიყენონ. აი, მაგალითად მარჯანიშვილის 7-ში მდებარე მულტიფუნქციურ სივრცეს თუ ავიღებთ, გეტყვით რომ ახლა, შუა დღეს, კაფეში ადგილს ვერ ნახავთ, ხოლო საერთო სამუშაო სივრცე ისედაც სულ დაკავებულია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ის, რაც მარჯანიშვილის შენობაში გავაკეთეთ, ერთგვარი ხვალინდელი დღეა. აქ, ამ სივრცეში ძალიან ბევრი ისეთი აქტივობის გაკეთება შეიძლება, რომლებიც მომხმარებლებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს. თან, გვინდა, რომ ამ შენობაში სულ რაღაც ხდებოდეს, ხოლო აქტივობები დროის მიხედვით იყოს გაწერილი. ახლა, მაგალითად, ლადო ალექსი-მესხიშვილის ძალიან საინტერესო ექსპოზიციას ვმასპინძლობთ, სახელწოდებით „არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“, გამოფენის სტუმრებს ერთიან სივრცეში ქალაქის ყველაზე უნიკალური შენობების აღქმის შესაძლებლობა მივეცით. ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს ყველაზე, ვინც მას ესტუმრება.

გვჯერა, რომ ასეთი ღონისძიებები დიდი შთაგონების წყარო იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. ყოველთვის გვინდოდა, რომ მარჯანიშვილის 7-ში მდებარე ეს სივრცე ყოფილიყო ადგილი, სადაც საინტერესო ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან; ადგილი, სადაც საინტერესო იდეები იბადება.

ნატა, როგორ წარმოგიდგენიათ მარჯანიშვილის სივრცის მომავალი? რა არის ის მიზანი, რომლისკენაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიდიხართ?

ვფიქრობ, რომ თიბისი კონცეპტის ეს სივრცე ადამიანებს დროის საინტერესოდ გასატარებლად მიიზიდავს. საინტერესოსთან ერთად, ჩვენი გარემო მყუდრო და სასიამოვნოც არის, მაგრამ, ცხადია,მხოლოდ გართობაზე არ ვფიქრობთ – გვინდა, რომ ეს სივრცე და დრო, რომელსაც ადამიანები აქ ატარებენ, შინაარსობრივად დატვირთული იყოს. ჩვენს სამყაროში, ერთ-ერთ უმთავრეს სირთულეს იდეების გენერირება წარმოადგენს, რაც, ამ ისტორიული შენობის აურის დახმარებით, შედარებით მარტივი უნდა იყოს. ამრიგად, ეს სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ სტუმარს საკუთარ თავთან ჩაღრმავებისა და დაფიქრებისკენ უბიძგებს.

ამასთანავე, გვინდა განვავითაროთ კონცეპტ შეხვედ­რების პლატფორმა, რათა მას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. დღეს, ნამდვილად გვყავს იმ რაოდენობის მომხმარებლები, თამამად რომ ვთქვათ, მათ ყველა სფერო აინტერესებთთქო. ამ ასი ათას ადამიანში ზოგს ხელოვნება აინტერესებს, ზოგს არქიტექტურა, ზოგს მოგზაურობა, ზოგს კიდევ მედიცინა ან მეწარმეობა. ეს შენობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ადამიანის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

სამომავლოდ, რეგიონულ განვითარებაზეც ვფიქრობთ – გვინდა, რომ მსგავსი სივრცე ბათუმისა და ქუთაისის ისტორიულ შენობებში მოვაწყოთ და მათ ახალი სიცოცხლე მივცეთ, როგორც ეს თბილისში მოხდა. თბილისთან ერთად, ბათუმი და ქუთაისიც აუცილებლად უნდა მოვიცვათ, რათა სამივე ქალაქის მაცხოვრებლები თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. ამასთანავე, შეგვიძლია ადგილობრივი სპიკერები მოვიწვიოთ, რაც, თავისთავად, რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნატა, თიბისი კონცეპტის ერთერთი მთავარი სიახლე ‒ სივრცეა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ცოტა ხნის წინ გაიხსნა. რამ განაპირობა ამ სივრცის შექმნა და რატომ ‒ ახლა?

ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის დამატების დროს, ჩვენს მომხმარებლებს ველაპარაკებით – ზოგჯერ, საკითხს უფრო ღრმადაც ვიკვლევთ და სამი ათასამდე კლიენტთან უფრო ვრცელ ინტერვიუს ვატარებთ, რათა მათი სურვილებისა და გამოწვევების შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ და ისეთ რამეს არ ვავითარებდეთ, რაც მათ არ სჭირდებათ. მოგეხსენებათ, ერთ­-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები მისდევენ – მოგზაურობაა, რომელიც პოსტკოვიდურ სამყაროში საკმაოდ რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული. ხშირად გვესმის ფრენების დაგვიანებისა და გადადების შესახებ, რის გამოც ადამიანებს ლოდინი აეროპორტებში, არაკომფორტულ გარემოში უწევთ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენს სივრცეს სანამ გავხსნიდით, ჩვენს პარტნიორებთან, Visa-სთან და Mastercard-თან ერთად ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ათას ორას აეროპორტში ლაუნჯით სარ­გებლობა შევთავაზეთ და არაერთ დამატებით სერვი­სზე წვდომა მივეცით – საუბარია ბარგის და სამოგზაურო დაზღვევებზე, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების სერვისზე და სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმებზე, განსაკუთრებული პირობების შექმნაზე. ამასთანავე, 360 ნაკრების ბარათებზე, საზღვარგარეთ ფულის ბანკომატიდან განაღდება უფასო გავხადეთ. ეს ნაკრები, როგორც უკვე გითხარით, მთლიანადაა მორგებული იმ ადამიანების საჭიროებებს,რომლებიც ხშირად მოგზაურობენ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

იმის გათვალისწინებით, რომ მოგზაურობას ჩვენი მომხმარებლები საქართველოდან იწყებენ,ვიფიქრეთ, რომ ამ სასიამოვნო პროცესის მონაწილეები გავმხდარიყავით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცის მოსაწყობად ექვსი თვე დაგვჭირდა. TAV Georgia-სა და Primeclass-სთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ აეროპორტში არსებული ლაუნჯის ნაწილი ჩვენი კონცეფციით შეგვეცვალა. ჩვენმა პარტნიორებმა ჩათვალეს, რომ ეს ძალიან საინტერესო იდეა იყო, რომელიც, ამასთანავე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა – ბანკების მიერ მათი მომხმარებლებისთვის შექმნილი სახელობითი ლაუნჯები მსოფლიოს ბევრ აეროპორტში გვხვდება.

დიზაინზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ვთქვით, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე არაჩვეულებრივი შენობა გვქონდა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან უყვართ. ამრიგად,თიბისი კონცეპტის სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები – სამუშაო სივრცე,მოსაცდელი სივრცე და ბიბლიოთეკა აეროპორტში გადმოვიტანეთ, რათა ადამიანებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა ჰქონოდათ – ცხადია, რომ ამ სივრცით სარგებლობა ჩვენს მომხმარებლებს ული­მიტოდ და უფასოდ შეუძლიათ.

მოგზაურობის გარდა, კონცეპტის მომხმარებლებს სარგებელს რა მიმართულებით სთავაზობთ? პანდემიის შედეგად ახალი მიმართულებები ხომ არ გამოიკვეთა?

დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებად ჩამოყალიბდა ქოუჩინგი, მენტალური ჯანმრთელობა და მშობლისა და შვილის ურთიერთობა. ამრიგად, ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს ამ თემაზე შემეცნებითი დისკუსიები შევთავაზოთ, საინტერესო სპიკერებით. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა – ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ახლა საინტერესო დამატებით სერვისებზე ვმუშაობთ, რადგან ყველაფრის რამდენიმე ნაკრებში შეტანა, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, არანაკლებ წარმოუდგენელია ასი ათასი განსხვავებული ნაკრების შექმნაც. ჩვენი ამბიციაა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი პირადი საბანკო მომსახურების შექმნის შესაძლებლობა მივცეთ – აი, ესაა თიბისი კონცეპტი. გადავწყვიტეთ, რომ სამი ძირითადი ნაკრები გვექნება, ხოლო დამატებითი სერვისებისთვის ციფრულ ბანკში ცალკე პლატფორმას შევქმნით, რომლითაც მომხმარებელი იმ დამატებითი მომსახურების, ე.წ. „ედ­ონების“ შერჩევას შეძლებს, რომელიც სურს. ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად ინდივიდუალური უნდა იყოს, რისთვისაც მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ – ზოგი ჯანმრთელობის კონცეპტს აირჩევს, ზოგი მოგზაურობის, ვიღაცისთვის კი – საოჯახო კონცეპტია მნიშვნელოვანი. მთავარი ხიბლი, სწორედ „კონცეპტია“, რომელიც მომხმარებლებს, კრეატიულ პროცესს – მათზე მორგებული პერსონალური საბანკო მომსახურების შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს.