საკონსულტაციო კომპანია Comparisun-ის მომზადებული უახლესი კვლევის თანახმად მსოფლიოს პირველი ტრილიონერი 2026 წლისთვის ეყოლება და ეს ამაზონის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი იქნება.
ორგანიზაციის პროგნოზით, 2051 წლისთვის მსოფლიოში ტრილიონიანი ქონების მხოლოდ 11 მფლობელი გვეყოლება:
- ჯეფ ბეზოსი – 2026
- სუ ძიაინი – 2027
- ჯეკ მა – 2030
- მა ჰუატენგი – 2033
- მუკეში ამბანი – 2033
- ბერნარ არნო – 2033
- მარკ ცუკერბერგი – 2036
- სტივ ბალმერი – 2040
- მაიკლ დელი – 2043
- ლარი პეიჯი – 2051
- სერგეი ბრინი – 2051
კვლევის ავტორებმა Forbes-ის მილიარდელთა სიიდან მხოლოდ 25 მილიარდელის შანსები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ 2051 წლამდე მათგან მხოლოდ თერთმეტს აქვს რეალური შანსი გახდნენ ტრილიონერები.
კვლევის ავტორებმა დაამუშავეს ბოლო 5 წლის მონაცემები, რათა გამოეთვალათ საშუალოდ რამდენი პროცენტით იზრდებოდა მილიარდელთა ქონება ყოვეწლიურად, ამის შემდეგ კი შეიმუშავეს საპროგნოზო გათვლები, ვინ როდისთვის დააგროვებდა ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას.