დაზოგე და დაისვენე – „კომფორტერის“ შეთავაზება მომხმარებლებს

უკვე მეხუთე წელია, ავეჯის მაღაზია „კომფორტერი“ საზოგადოებას განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. მისი სეზონური კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს „კომფორტერის“ პროდუქციის შეძენისას ფასდაკლების მეშვეობით თანხის დაზოგვა, ამასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურების საჩუქრად მიღება და კეთილმოწყობილი სასტუმროებით სარგებლობა შეუძლიათ. პროექტის მიზანი ადგილობრივი ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვაა.

კამპანიის შესახებ დეტალებზე, მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე Forbes Woman-თან „კომფორტერის“ მარკეტინგის დირექტორმა, მარიამ დვალიშვილმა ისაუბრა.

„კომფორტერმა“ ეს კამპანია ხუთი წლის წინ დაიწყო – რა გამოცდილება დააგროვეთ და როგორ განვითარდა პროექტი ამ პერიოდის განმავლობაში?

ხუთი წლის წინ, როდესაც ეს კამპანია პირველად დავიწყეთ, იყო ბევრი ხარვეზი. ასე ვთქვათ, სატესტო წელი გვქონდა – არ იყო მარტივი, როგორც შეთავაზების მორგება მომხმარებელზე, ისე მისი შესრულება. თუმცა, ვიცოდით, რომ შეუძლებელი არაფერია.

თავდაპირველად არ ვიცოდით ეს ყველაფერი მომხმარებელს რამდენად მოხიბლავდა, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველა, ვისაც ამ საჩუქარს ვუკეთებდით კმაყოფილი და გახარებული იყო. დაინტერესება იმდენად გაიზარდა, რომ წამოვიდა შეკითხვები, თუ როდის გაკეთდებოდა კიდევ მსგავსი აქცია. ამან მიგვანიშნა იმაზე, რომ არ უნდა გავჩერებულიყავით და ჩვენი კამპანია, რომელიც თითქმის 5 წლის წინ, პანდემიის პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ტურიზმის სექტორის გვერდში დგომით დავიწყეთ, მუდმივად უნდა გვეკეთებინა. შესაბამისად, ამას სეზონური სახე მივეცით და საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოვიცავით. ახლა უკვე, მომხმარებლებს საჩუქრად წლის კონკრეტულ პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ტურსა და დასვენებას ვთავაზობთ.

ვფიქრობთ, ამ კამპანიით ადგილობრივი ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებაში ჩვენი მცირე წვლილი შეგვაქვს. გასული ხუთი წლის განმავლობაში არაერთი მომხმარებელი გავახარეთ და ბევრი სასტუმრო მოვიცავით.

რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს „კომფორტერი“ კამპანიის ახალ ეტაპზე?

კამპანიის ახალ ეტაპზე „კომფორტერი“ მომხმარებელს -20%+ ფასდაკლებას სთავაზობს სრულ კოლექციაზე. შეთავაზება 6 ივლისიდან ივლისის ბოლომდე იმოქმედებს. მომხმარებელს სასურველი ნივთის შეძენის შემთხვევაში საშუალება ექნება გარანტირებულად მიიღოს დამატებითი საჩუქარი ნებისმიერ შენაძენზე, რაც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურს, ან „სითი მოლის“ სასაჩუქრე ვაუჩერს, ან დამატებით ფასდაკლებას.

ამ კამპანიაში ჩართულნი არიან შემდეგი სასტუმროები: „რედისონ წინანდალი“, „ბიოლი“, „ახაშენი“ და „ლოპოტა სპა რეზორტი“.

ვფიქრობთ, სამივე შეთავაზება მომხმარებლის სრულ მოთხოვნაზეა მორგებული.

რა მიზანს ისახავს მსგავსი პროექტების განხორციელება?

მსგავსი პროექტის განხორციელების მიზანი ტურიზმის სექტორში ჩვენი მცირე წვლილის შეტანაა, რომელსაც დღეს ისე, როგორც დაახლოებით 5 წლის წინ დახმარება ნამდვილად აღარ სჭირდება, თუმცა პატარ-პატარა ნაბიჯებით მაღალ მაჩვენებელზე ნამდვილად გავედით. მომავალ 5 წელიწადში უკეთესის მოლოდინი და უფრო კარგი შედეგების დაფიქსირების იმედი გვაქვს.

ასე რომ, „კომფორტერის“ მიზანი ტურიზმის ხელშეწყობა, მომხმარებლის უფრო #მეტკომფორტში ყოფნა და მის გამოცდილებაზე დაფუძნებული შეთავაზებების გაკეთებაა.

გეგმავთ მომავალში ადგილობრივი ტურიზმის მხარდამჭერი ამგვარი პროექტების განხორციელებას?

სამომავლოდ კამპანიაში იგეგმება არამხოლოდ დიდი სასტუმროების ან ბრენდების, არამედ მცირე ადგილობრივი სასტუმროების, გესთჰაუსების ჩართვაც, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს შიდა ტურიზმის განვითარებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას.

გვსურს, მომხმარებლებს საქართველოს ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი ვანახოთ, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ უნახავთ. შესაბამისად, მომავალში უფრო საინტერესო და მასშტაბური კამპანიებიც იგეგმება.