აშშ-ის 15 შტატი იშვიათი ანთებითი სინდრომის COVID-19-თან კავშირს იკვლევს

Photo – Science in HD

ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, აშშ-ის 15 შტატი და ევროპის ხუთი ქვეყანა კავასაკის დაავადებისა და ტოქსიკური შოკის სინდრომის შემთხვევებს იკვლევს. კავასაკი იშვიათი ანთებითი სინდრომია, რომელიც ხშირად მცირეწლოვან ბავშვებში ვრცელდება.

ნიუ-იორკში იშვიათი დაავადების მსგავსი სიმპტომების 102 შემთხვევა აღმოაჩინეს და მათ COVID-19-თან კავშირს იძიებენ. ამ 102 პაციენტის 60%-ს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათი 70%-ის ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ანთებითი სინდრომის სიმპტომები კორონავირუსისგან განსხვავდება. პაციენტებს, ხველისა და სუნთქვის გართულების ნაცვლად, აღენიშნებათ შეშუპება და სიწითლე სხეულის სისხლძარღვებში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში კავასაკის დაავადება ყოველწლიურად, დაახლოებით, 3000 პაციენტში ფიქსირდება.