უზბეკეთში, კომპანია „კოკა-კოლას“ პრივატიზაციისთვის ამზადებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდა. დღემდე, ამერიკული კომპანიის უზბეკური განშტოება, ნაწილობრივ Coca-Cola Ichimligi Uzbekistan-ს ეკუთვნოდა, კომპანიას, რომელიც თავისთავად სახელმწიფო კომპანიას, „უზბეკოზიკოვკატჰოლდინგს“ ეკუთვნის.

Coca-Cola Ichimligi Uzbekistan 1993 წელს დაარსდა და მისი წილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 57.118% უზბეკეთის სახელმწიფო კომპანიას, ხოლო დარჩენილი 48.882% ამერიკულ The Coca-Cola Export Corporation-ს ეკუთვნის.
კომპანიის წილების გასხვისებაში, უზბეკეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და აუდიტორული კომპანიების ჩართვას გეგმავს. კომპანიის წილები ღია აუქციონის წესით გასხვისდება.