Cnick – „ბეჭდების მბრძანებელი“ ქართულად

შეიძლება ბევრმა უკვე იცის იმ სტუდენტების შესახებ, რომლებმაც ჭკვიანი ბეჭედი გამოიგონეს და ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გამუარტივეს, მაგრამ 8 მაისს Irishtechnews-მა მათი გამოგონება წარმატებულ ბიზნესად მოიაზრა და მათთან ინტერვიუც გამოაქვეყნა.
 
იმათთვის, ვინც კნიკის შესაძლებლობებს არ იცნობს, ვიტყვით, რომ ეს უბრალო პატარა ბეჭედია, რომელიც თქვენი საფულის ყველა ფუნქციას ითავსებს. მისი შემქმნელები კი, კობა ცერცვაძე, გიორგი მიქაცაძე და დავით კვიციანი არიან.
ინტერვიუში Cnick-ელებმა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი პლუსი და განმასხვავებელი ნიშანი პრაქტიკულობა და მარტივი დიზაინია. ასევე, ისაუბრეს ბეჭდის დანიშნულებაზე და მის სიმარტივეზე, თუმცა ყველაზე საინტერესო კითხვაზე, თუ რა იყო მათი ყველაზე დიდი გამარჯვება, გამომგონებლებმა უპასუხეს, რომ მათი წარმატება 2017 წელს სტარტაპ შეჯიბრებებში გამარჯვებით დაიწყო, ხოლო დღეს ისინი საქართველოს ბაზარს სცდებიან.
 
ჩვენ მოვიძიეთ შედარებით „დაძველებული“ ინფორმაცია და startup.ge- ზე მათი 2017 წლის ინტერვიუსაც მივაგენით, სადაც ისინი სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სწორედ იმ მიზანზე ლაპარაკობენ, რომელსაც Irishtechnews-ის ინტერვიუსთვის უკვე მიაღწიეს.
 
2017 წლის 1 მაისი : სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ ვფიქრობთ გლობალურ ბაზარზე გასვლას და ასევე პროდუქტის განვითარებას ახალი ფუნქციებით და მიმართულებებით. (startup.ge)
 
2019 წლის 8 მაისი: რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება?
ჩვენი ყველაზე დიდი გამრჯვება გლობალურ საზოგადოებაზე გასვლაა (..But our biggest win is the global community we have developed during the last two years – Irishtechnews).
 
ამ ადამიანების წარმატება შორიდან ძალიან საამაყო და შესაშურიც კია, თუმცა ისინი საკუთარი წარმატების ფორმულაზეც საუბრობენ და რჩევებსაც არ იშურებენ. მათი აზრით, საქმის დაწყებისას მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და თანადამფუძნებელის სწორად შერჩევა (..“It is teamwork and finding startup cofounder is the most important decision you can make after deciding founding a company“).
 
წყარო: Irish Tech News