მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამე მხარისთვის პატიმრის გადაცემა ეკრძალებათ, თუკი ქვეყნისთვის ცნობილი ხდება, რომ ექსტრადაციის მომთხოვნ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა. ახალი წესი გავრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ასევე – ისლანდიაზე, ლიხტენშეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებს მესამე მხარისთვის მხოლოდ მაშინ ექნებათ პატიმრის გადაცემის უფლება, თუ მსჯავრდებულს სიკვდილით დასჯა, წამება ან სხვა სახის არაადამიანური მოპყრობა არ ემუქრება.
სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ იმსჯელა, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ რუსეთს ისლანდიის მოქალაქე გადასცა. ადამიანი, რომელიც ხორვატიის პოლიციამ დააკავა, რუსეთის ყოფილი მოქალაქე იყო, რომელმაც ისლანდიისგან ჯერ თავშესაფარი, შემდეგ კი მოქალაქეობა მიიღო.