“დისნეის” ფილმების მოყვარულებს ახალი ნამუშევრებისთვის ლოდინი საკმაოდ გაუხანგრძლივდათ. კომპანია წლის ბოლომდე სამი ახალი ფილმის პრემიერას გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ეს ღონისძიება 2020 წელს ვეღარ შედგება.
“ავატარისა” და “ვარსკვლავური ომების” გამოშვება 1 წლით გადაიდო, ხოლო “მულანი” გრაფიკიდან სრულად ამოიღეს.
“მულანის” მსოფლიო კინოპრემიერა აგვისტოს ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ვირუსული შემთხვევების რაოდენობის მატებამ და მუდმივად მზარდმა გლობალურმა საფრთხემ კინოინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზიანა.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ახალი დარტყმა იქნება კინოს ოპერატორებისთვის, რომლებიც პანდემიის ფონზე იბრძვიან ინდუსტრიის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად.
აშკარაა, რომ დისნეის მოყვარულთა იმედი გვიან ზაფხულში „მულანის” პრემიერასთან დაკავშირებით ამაო აღმოჩნდა. ის გაურკვეველი ვადით გაქრა პრემიერების სიიდან, განსხვავებით სხვა ორი ახალი ფილმისა, რომელთა ჩვენებაც 2022 წლის დეკემბერსა (“ავატარი”) და 2023 წლის დეკემბერშია (“ვარსკვლავური ომები”) დაგეგმილი.