Dior-ის გენერალურ დირექტორად დელფინ არნო დაინიშნა

კომპანია Christian Dior-ის გენერალურ დირექტორად დელფინ არნო დაინიშნა. ის, მოცემული დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს ქალიშვილია.

GETTY IMAGES

თავის მხრივ, ბერნარ არნო ჰოლდინგური კონგლომერატის, Louis Vuitton Moët Hennessy-ის, იმავე LVMH-ის ხელმძღვანელი და უმსხვილესი აქციონერია. სწორედ აღნიშნული კონგლომერატის მფლობელობაში შედის Christian Dior-ი, ასევე Louis Vuitton-ი, Fendi, Givenchy, Marc Jacobs-ი, Stella McCartney, Loewe, Loro Piana, Kenzo, Celine-ი, Sephora, Princess Yachts-ი, TAG Heuer-ი, Bulgari და Tiffany & Co.

აქვე გეტყვით, რომ გასულ თვეში Dior-ის თავმჯდომარედ ფრანგმა მილიარდერმა საკუთარი ვაჟი, ანტუან არნო დანიშნა. Louis Vuitton-ის CEO კი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის გადაწყვეტილებით, მისი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი, პიეტრო ბეკარი გახდა.

რაც შეეხება დელფინ არნოს, მან კარიერა McKinsey & Company-ში დაიწყო, ორი წლის შემდეგ, 2000 წელს კი LVMH-ს შეუერთდა. 2003 წლიდან ის კონგლომერატის საბჭოს წევრია. 2013 წლიდან კი Louis Vuitton-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო.