ჩინეთი და ინდოეთი ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

ქაშმირის რეგიონში ჩინეთისა და ინდოეთის სამხედრო ძალების შეტაკებას 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინურ მხარეს არსებული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

Photo Credits to Tauseef Mustafa

ორი აზიური ქვეყანა ჰიმალაის მთებში გამავალ საზღვარზე მშვიდობას 45 წლის განმავლობაში წარმატებით ინარჩუნებდა. თუმცა, უკანასკნელ დღეებში ქაშმირის რეგიონში, კერძოდ, ლადაქში განვითარებულმა მოვლენებმა ეს მშვიდობა მოულოდნელად დაარღვია. ლადაქი 1947 წლიდან ჩინეთსა და ინდოეთს შორის სადავო ტერიტორიად ითვლება.

45 წლის შემდეგ განახლებულ დაპირისპირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ:

,,ინდოელების მხრიდან პროვოკაცია და ჩინელებზე განხორციელებული თავდასხმები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

ადგილობრივი ინდური მედია-საშუალებები კი იუწყებიან, რომ ჩინელმა ჯარისკაცებმა ინდოელები დაუნდობლად სცემეს, მაშინ, როდესაც ამაზე ჯარისგან თანხმობა არ ჰქონიათ.

ჩინეთსა და ინდოეთს შორის ლადაქის გამყოფი ხაზი სუსტად არის დემარკირებული – საზღვარი გადის მდინარეებზე, ტბებსა და მყინვარებზე, რის გამოც გამყოფი ხაზი ზოგჯერ ბუნებრივად იცვლის ადგილმდებარეობასა და შესაბამის ნიშნულებს.

შეგახსენებთ, რომ სადავო ტერიტორიაზე ორ ქვეყანას შორის მომხდარი ბოლო ომი 1962 წელს ინდოეთის დამარცხებით დასრულდა.