ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი, შენჯენი, გახდება პირველი ქალაქი, რომელიც კატებისა და ძაღლების საკვებად მოხმარებას აკრძალავს.
COVID-19-ის გავრცელების შემდეგ მიღებული ახალი კანონის თანახმად, იმ ცხოველების ჭამა, რომლებიც შინაურ ცხოველებად მოიაზრებიან, 1-ლი მაისიდან არალეგალური იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი არ ვრცელდება შემდეგი სახის ცხოველებზე: ღორი, ძროხა, ცხვარი, კურდღელი, ქათამი, იხვი, ბატი, მტრედი, ვირი.
“თუ გარეული ცხოველის ფასი 1400$-ზე მაღალია, მაშინ კანონის დამრღვევი მასზე 30-ჯერ მეტი ოდენობის თანხით დაჯარიმდება“
პანდემიის გავრცელების გამო, ჩინეთში აქტიურად დაიწყო საუბრები გარეული ცხოველების ბაზრობების მკაცრად გაკონტროლებაზე, რისი მიზანიც შესაძლო ახალი ვირუსის თავიდან აცილებაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. 2003 წელს აკრძალეს მანგუსის ტიპის ცხოველების საკვებად გამოყენება, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ ცხოველებიდან ადამიანში SARS-ის ვირუსი ვრცელდებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში ამ ცხოველებს საკვებ ხორცად დღეს კვლავ გამოიყენებენ.