საქართველო 215 000 სწრაფ ტესტს აღარ შეიძენს – ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია

Photo By National Cancer Institute

23 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 215 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან გააფორმა.

მოგვიანებით გაირკვა, რო ამავე კომპანიის ტესტები უვარგისად მიიჩნია ესპანეთის მთავრობამ, რადგანაც მისი სიზუსტე 80%-ის ნაცვლად 30%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის მიღებული არ აქვს ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციის ლიცენზია, რაც პროდუქტის რეალიზებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ ჩინურ კომპანიასთან სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმებულია.