აჭარა ჯგუფის გენერალური დირექტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ დღეს ორი ტელეკომპანიის, მთავარი არხისა და TV პირველის ანგარიშებს ინკასო დაადო.
ჩეხერიას შეფასებით, ასეთ გარემოებაში ტელეარხების ანგარიშებზე ინკასოს დადება და იმ ჟურნალისტების შემოსავლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ვინც მიმდინარე ამბებს აქტიურად აშუქებს, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, დაუჯერებელია.