ნინო ჭედია ACA-ს გამარჯვებული გახდა

ნინო ჭედია IEDC-Bled მენეჯმენტის სკოლის (სლოვენია) ყოველწლიური დაჯილდოების ACA (Alumni Achievement Award) ერთ-ერთი გამარჯვებულია. მას ინსტიტუტის ტრადიციული სპეციალური ჯილდო წარმატებული კარიერისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჯილდო საქართველოს წარმომადგენელს პირველად გადაეცა.

IEDC-Bled მენეჯმენტის სკოლაში ყოველწლიურად იმართება General Alumni Achievement Award ფორუმი, რომლის ფარგლებშიც სკოლის კურსდამთავრებულთა და სტუნდენტთა შორის 5 გამარჯვებული ვლინდება.

Embassy of Georgia to the Republic of Slovenia

წელს ნომინანტები 75 ქვეყნის 5332 კურსდამთავრებულს შორის შეარჩიეს, მათგან გამარჯვებულები კი სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. კონკურსის კრიტერიუმები შემდეგია: კურსდამთავრებული უნდა იყოს სამაგალითო თავისი კარიერული განვითარების კუთხით, უნდა გამოირჩეოდეს ლიდერობით, ინოვაციურობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით. ასევე, დიდი წვლილი უნდა შეჰქონდეს სკოლის განვითარებასა და წინსვლაში.

ACA უკვე მეცხრედ ჩატარდა და წელს ის IEDC-Bled მენეჯმენტის სკოლის პრეზიდენტმა, პროფესორმა დანიცა პურგმა და სლოვენიის კულტურის მინისტრმა, ზორან პოზნიჩმა გახსნეს. ძირითადი მოხსენება თემაზე: “How should one ‘augment’ his management?” კი ცნობილმა ფრანგმა პროფესორმა დომინიკ ტურკმა წაიკითხა.

Embassy of Georgia to the Republic of Slovenia

ასოცირებული პროფესორი, ნინო ჭედია არის ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი სტრატეგიული მართვის, ორგანიზაციული ქცევისა და ლიდერობის მიმართულებით. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს ალუმნის კლუბის წევრი და ოქსფორდისა და საქართველოს ასოციაციის წევრი. 8 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა ბიზნეს სკოლებში, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ნინოს საფინანსო სექტორში მოწინავე პოზიციებზე მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ის სადაზღვევო კომპანია „ჰუალინგ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.