მსოფლიოში ახალი ტენდენციაა, რომელიც ბრენდების სახელებსა და შეფუთვებზე რაიმე სახის დისკრიმინაციული ნიშნების აღმოფხვრას გულისხმობს.
პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი PepsiCo–მ გადადგა. კომპანიამ 130 წლის ბრენდ Aunt Jemima-ს შეფუთვაზე შავკანიანი ქალის გამოსახულების შეცვლა გადაწყვიტა.
ტენდენციას შეუერთდა Colgate-ც. კომპანია განაახლებს მისი ჩინური ბრენდი Darlie-ის ეტიკეტს, რომელიც ილუსტრირებულია შავკანიანი მამაკაცით და მისი თავდაპირველი სახელი ითარგმნება, როგორც შავი პიროვნების კბილის პასტა.
ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას გმობს Nestle-ც და Red Skins-ის, Chicos-ისა და Beso de Negra-ს სახელების შეცვლას აპირებს. ამასთან, კომპანია დეტალურად განიხილავს მის 2000–ზე მეტ ბრენდსა და 25000 პროდუქტს, რათა საჭირო ცვლილების იდენტიფიცირება დაუყოვნებლივ მოახდინოს.
მარკეტინგისა და სახელის კორექტირებას გეგმავს Eskimo-ც, რადგან კომპანიის აზრით, ტერმინი არქტიკის მკვიდრ მოსახლეობას შეურაცხჰყოფს.
ტენდენციას სათავე დაუდო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგად გამოწვეულმა გლობალურმა საპროტესტო აქციებმა და მას ყოველდღიურად სხვადასხვა სახეობის ბიზნესი უერთდება.