ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN გეგმავს ააშენოს კოლაიდერი, რომელიც არსებულ ყველაზე დიდ კოლაიდერზე თითქმის 4-ჯერ დიდი იქნება.
დიდი ადრონული კოლაიდერი (The Large Hadron Collider), რომლის დანიშნულება ადრონების, ანუ მძიმე ბირთვების აჩქარებაა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპერიმენტული დანადგარია, რომელიც სიგრძეში 27 კმ-ს შეადგენს. ხოლო მისი „შთამომავალი“, რომლის აშენების გეგმაც 19 ივნისს დადასტურდა, სიგრძით 100 კმ იქნება. არსებული მონაცემებით, კოლაიდერის მშენებლობა 2038 წელს დაიწყება, მისი აშენება კი 23 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.
„ვფიქრობ, ეს ისტორიული დღეა ნაწილაკთა ფიზიკისა და CERN-ისთვის, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.“ – აცხადებს CERN-ის გენერალური დირექტორი ფაბიოლა ჯანოტი.