Cavea თბილისში ორ ლოკაციაზე ღია ცის ქვეშ კინოთეატრების გახსნას გეგმავს. როგორც კომპანია აცხადებს, ე.წ. „Drive in“ ტიპის კინოთეატრები იუსტიციის სახლის პარკინგისა და ლისის მიმდებარედ, ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა. Cavea-ს მაყურებლებს ღია ცის ქვეშ საკუთარი მანქანებიდან ფილმების ნახვა უკვე ივლისიდან შეეძლებათ. საწყის ეტაპზე კინოთეატრი 200-მდე ავტომობილის მიღებას შეძლებს.

ღია ცის ქვეშ მოწყობილი Drive-in კინოთეატრები, სადაც მაყურებელს საკუთარი მანქანის სალონიდან კომფორტულად შეუძლია უყუროს ფილმებს დიდ ეკრანზე, პირველად 1915 წელ გამოჩნდა ლოს-ანჯელესში. ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მათმა პოპულარობამ პიკს 1960-70-იან წლებში მიაღწია. სულ მალე კი გასული საუკუნის ეს სახასიათო ელემენტი ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.