სუპერმარკეტების ქსელი კარფური ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე.
„გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადრისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული. პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ.“ – ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის ყველა ფილიალი სტაბილურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას პერსონალის და სურსათის უვნებლობის ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რომელსაც გასცემენ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
„ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა–დეზინფექცია. მაღაზიასა თუ სათაო ოფისში შესვლამდე ყველა თანამშრომელი გადის ტემპერატურის სავალდებულო კონტროლს. კომპანიის შინაგანაწესის თანახმად მოგზაურობიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს. რეგულარულად ხდება ურიკების, კალათების და ყველა ზედაპირის დეზინფექცირება.“