მანქანის მწარმოებელი კომპანიები სამედიცინო ნიღბებისა და აღჭურვილობის წარმოებას იწყებენ. სახელმწიფოების ხელშეწყობით, ფირმები შეზღუდული რესურსის შევსებას შეეცდებიან.
მანქანის ძირითადმა მწარმოებელმა კომპანიებმა ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოება შეაჩერეს, თუმცა სამედიცინო მასალის საწარმოებლად მის აღდგენას კვლავაც განიხილავენ.
ძირითადი გამოწვევა მანქანის მწარმოებელთათვის წარმოების პროცესის გარდაქმნასა და მასალების მოძიებასთან იქნება დაკავშირებული.
ჩინეთში Fiat-მა ორშაბათს უკვე დაიწყო საწარმოს გარდაქმნის პროცესი მილიონი სამედიცინო ნიღბის დასამზადებლად. იმავეს გეგმავენ ამერიკული მწარმოებლები General Motors, Ford და Tesla.