მსოფლიოში ყველაზე დიდი კანტონის ბაზრობა ვაჭრობის ონლაინ რეჟიმზე გადადის. ბაზრობა წელიწადში ორჯერ გუანჯოუში იმართება და მას ყოველწლიურად 400,000-ზე მეტი უცხოელი მოვაჭრე ესწრება.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, Ningbo MH-მ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება გადასულიყო გაყიდვების ონლაინ რეჟიმზე. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ინტერნეტ სერვისების კომპანია Tencent Holdings Ltd. აქტიურად მუშაობს, რათა უზრუნველყოს წინა შეხვედრებთან მაქსიმალურად მიახლოებული ინტერაქცია მომწოდებლებსა და მომხმარებელ კომპანიებს შორის.
Ningbo MH-ის მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების გამო იანვრის შემდეგ მათ არ ქონიათ ურთიერთობა პოტენციურ მყიდველებთან, ასევე აღინიშნება ჩინეთის ექსპორტის საგრძნობი კლება. იმისათვის, რომ ონლაინ პლატფორმის მოხმარებისას კომპანიამ არ დაკარგოს მომხმარებელთა ნდობა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შოურუმებში წარმოდგენილ პროდუქტების დეტალურ ვიზუალთან და მახასიათებლებთან ერთად იხილონ მომწოდებელთა სამუშაო გარემოც. მომხმარებლებს ასევე მიეცემათ საშუალება კონფიდენციალური მიმოწერა აწარმოონ მომწოდებლებთან და ისარგებლონ სინქრონული თარჯიმნის სერვისებით.
კანტონის 127-ე ბაზარი ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 15-24 ივნისს გაიმართება. პოტენციურ მყიდველებს საცალო გაყიდვების ინდუსტრიიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ სავაჭრო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. რეგისტრაცია შესაძლებელია კანტონის ბაზრის ვებ-გვერდზე. ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის მომწოდებელთა სრული ჩამონათვალი უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთათვის. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ ონლაინ შეხვედრები კონკრეტულ მწარმოებლებთან.