Canon ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

ბოლო პერიოდში კომპანიებზე ჰაკერული შეტევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამჯერად გამოსასყიდის სანაცვლოდ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი Canon-ის სისტემები გახდა, რამაც შეზღუდა მისი ელექტრონული ფოსტა, აშშ-ის ვებ-გვერდი და სხვადასხვა შიდა პროგრამები.

ჰაკერების გამოსასყიდის ჩანაწერის მიხედვით, მათ მიითვისეს canon-ის ქსელი, ყველა ფაილი, დოკუმენტი, ფოტო, მონაცემთა ბაზა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა Maze ransomware-მა აიღო, რომელმაც წარსულში ისეთი კომპანიების მონაცემები დაშიფრა, როგორებიცაა LG, Xerox, Cognizant და სხვები. ხშირ შემთხვევაში, Maze-ის ოპერატორები სამიზნე ორგანიზაციიდან მნიშვნელოვან მონაცემებს იღებენ, რათა მოლაპარაკებების განმავლობაში ბერკეტის სახით გამოიყენონ. Canon-ის შემთხვევაში, ჰაკერები აცხადებენ, რომ მოიპარეს კონფიდენციალური ბაზებიდან მონაცემთა 10TB, რომელთა კონფიდენციალობას საფრთხე ემუქრება.

Canon-ის ამერიკის ფილიალის ვებსაიტები ამჟამად მიუწვდომელია. ჰაკერების გამოსასყიდის მოთხოვნები და დაშიფრული მონაცემების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.