კანადა იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრებას გეგმავს

photo By Andy Montes de Oca

19 აპრილს კანადის ქალაქ Nova Scotia-ში მომხდარი მასშტაბური მკვლელობის შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრი იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრებას გეგმავს.

„საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რათა ვიმუშავებდით ამ ქვეყანაში იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრებაზე და ვმუშაობთ კიდეც,“ – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

კანადის პატარა ქალაქ Nova Scotia-ში 51 წლის შეიარაღებულმა კაცმა 18 ადამიანი მოკლა. გარდაცვლილებს შორის არიან პოლიციელები, ოფიცრები, ექთნები და მასწავლებლები. პოლიციის 12-საათიანი დევნა დამნაშავის ლიკვიდირებით დასრულდა.

შეიარაღებული მამაკაცი, Gabriel Wortman, კიდევ 16 სხვადასხვა დანაშაულში აღმოჩნდა ეჭვმიტანლი, რომელზეც პოლიცია ჯერ კიდევ მუშაობს.

ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, გასულ წელს საარჩევნო კამპანიის დროს გეგმაში ჰქონდა კანადაში ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვა. მან უკვე წარადგინა სამხედრო დონის იარაღის მოსახლეობიდან გამოსყიდვის პროგრამაც. შემუშავებული გეგმა პარლამენტს დასამტკიცებლად პანდემიის დასრულების შემდეგ წარედგინება.