კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო Cambridge University Press მის მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს 2020 წლის მაისის ბოლომდე სრულიად უფასოდ გაგვიზიარებს.
როგორც გამოცემის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის განკუთვნილი 700-მდე უფასო სახელმძღვანელოს წაკითხვა HTML ფორმატში იქნება შესაძლებელი.
სახელმძღვანელოებზე წვდომისათვის მომხმარებლებმა ონლაინ პლატფორმით Cambridge Core უნდა ისარგებლონ. პლატფორმა აერთიანებს გამომცემლობის მიერ შექმნილ აკადემიურ რესურსებს. სისტემაში 2 მილიონამდე აკადემიური სტატია და 36 000-ზე მეტი წიგნია თავმოყრილი.