Burger King და Mcdonald’s ერთი მიზნისთვის

Burger King-ი და Mcdonald’s-ი არგენტინაში საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ.  სწრაფი კვების ორი გიგანტი ერთმანეთს გამუდმებით აკრიტიკებს, თუმცა ერთ დღესაც, Burger King-მა საკუთარი საფირმო ბურგერის და ამავდროულად ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის “Whooper-ის” გაყიდვები Mcdonald’s-ის ახალი კამპანიის მხარდასაჭერად შეეაჩერა.

ყოველწიურად, ერთი კვირის განმავლობაში, Mcdonald’s-ი ე.წ “fundraising”-ის კამპანიის ფარგლებში, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იმართება, თითოეული “ბიგ მაკის” ან ნებისმიერი საფირმო ბურგერის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს სპეციალურ ფონდში რიცხავს.

Burger King-მა დღე Whopper-ის გარეშე”, სწორედ ამ კამპანიისთვის Mcdonald’s-ის გაყიდვების მაქსიმალური გაზრდის მიზნით შეიმუშავა.

გიგანტების ერთკვირიანი თანამშრომლობის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და არგენტინის მასშტაბით, Mcdonald’s-მა წინა წელთან შედარებით 73, 437-ით მეტი ბურგერი გაყიდა.