მოდის ძვირადღირებული ბრენდი Burberry კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება. ბრიტანული მოდის სახლი ოქსფროდის უნივერსიტეტში მიმდინარე კორონავირუსის ვაქცინის კვლევას დააფინანსებს.
„უნივერსიტეტს მსოფლიოში საუკეთესო მონაცემები აქვს ვირუსის ვაქცინის განვითარებაში, მომავალი თვითან კი COVID-19-ისთვის შექმნილი ვაქცინა ემზადება ადამიანებზე გამოსაცდელად“, – ვკითხულობთ ბრენდის მიერ Instagram-ით გავრცელებულ პოსტში.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტისათვის გადაცემული თანხის ზუსტი რაოდენობა არ გასაჯაროებულა, ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელის, გავინ სკრიტონის განაცხადებით, Burberry-ის გულუხვი შემოწირულობა ძალიან დაეხმარებათ უნივერსიტეტში კვლევის გასაგრძელებლად.
Burberry-მ ასევე დაანონსა, რომ იგი თავის საერთაშორისო ქსელს გამოიყენებს, რათა 100 000 ქირურგიული ნიღაბი დაამზადოს და მიაწოდოს მედიკოსებს. ამასთანავე, კომპანია გეგმავს, გადააწყოს იორკშირის ატელიე სამედიცინო ხალათებისა და კოსტუმების დასამზადებლად.