წეროს მოტანილი უკვდავი ჰანგები | ინტერვიუ თამარ ბუიღლიშვილთან

წეროები მიფრინავენ. სად? თქვენს შვილებთან გია ყანჩელის უკვდავი ჰანგების მოსატანად. ეს წერო ჩიკატაია, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური, მუსიკით იწყება. წერო ჩიკატაის განსაკუთრებული მისია აქვს; ის ბავშვებისთვის სათამაშოებს ქმნის, განსაკუთრებული მუსიკით. ამ ზღაპრული იდეის ავტორი, პროფესიით ფსიქოლოგი, თამარ ბუიღლიშვილია.

წერო ჩიკატაი თამარის ცხოვრებაში შვილის დაბადებიდანვე გაჩნდა, მაშინ როცა ზღაპრების დრო დადგა. მალე ზღაპრული პერსონაჟის სახელი ნიკალაის მეტსახელად იქცა და ასე განსაკუთრებული დატვირთვაც შეიძინა. მერე, როცა საკუთარი ბიზნე სის წამოწყებაზე დაფიქრდა, ბრენდისთვის სხვა სახელი არც განუხილავს, იცოდა, რომ ეს „ჩიკატაი“ უნდა ყო ფილიყო.

როცა ეკითხები, საიდან გაჩნდა მუსიკალური სათამაშოების იდეა, ღიმილით გპასუხობს: „ბანალურია, მაგრამ დავიძინე და ამ იდეით გავიღვიძე“. ოღონდ მა ნამდე სულ ფიქრობდა განსხვავებული საქმის წა მოწყებაზე, ისეთზე ქართული ბაზარი ჯერ რომ არ იცნობდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ მისი ახალი საქმე ბავშვებ თან და ცხოველებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მერე ამ იდეას მისი და ნიკალაის ცხოვრების ერთ­ერთი მთავარი კომპოზიცია, გია ყანჩელის „ვალსი მი მინოდან“ ანუ „ყვითელი ფოთლები“ დაუკავშირა და ასე ადგი ლობრივ წარმოებაში საკუთარი სიტყვა თქვა. რა ტომ გია ყანჩელი? „ეს იყო ის მელოდია, რომლითაც ჩემს შვილს ვაძინებდი, ასე გამოვიდა, რომ ყველაფერი მის გარ შემო ტრიალებს“.

ვიდრე „ჩიკატაის“ მუსიკალური სათამაშოები ბაზარზე გავიდოდა, საცდელი ვარიანტი პირველმა, სწორედ ლეგენდარულმა კომპოზიტორმა იხილა. ეს ზღაპრული საქმეც თამარმა მხოლოდ გია ყანჩელის ნებართვის შემ დეგ დაიწყო. „შევკერეთ სპილო ბატონი გიას კომპოზიციით. შევხვდი მის შვილს სანდროს, რომელსაც იდეა იმდენად მოეწონა, რომ იქვე შეხვედრაზე გვთხოვა, სათამაშო ბატონი გიასთვის გვეჩვენებინა, გვითხრა ‒ ამ ასაკაში ცოტა რამ ახარებსო. ძალიან თბილი და ემოციური შეხვედრა გამოვიდა“.

ყანჩელის ნებართვით და საავტორო უფლებების დაცვით, 2 წლის წინ ბიზნესში პირველი ნაბიჯები თამარმა დედასთან ერთად და ფაქტიურად სახლი დან გადადგა. „ჩიკატაის“ პირველი სათამაშოც დედამ შეკერა, სათამაშოების შექმნას ის ახლაც აგრძელებს, თუმცა უკვე მარტო აღარ. ბიზნესის გაფართოების პარალელურად თანამშრომლებიც დაიმატეს და პეტრიაშვილის ქუჩაზე პატარა შოურუმი და მაღაზიაც გახსნეს. გაიზარდა სათამაშოების რეპერტუარიც. „ყვითელ ფოთლებს“ ყანჩელის კიდევ ერთი უკვდავი ნაწარმოები ‒ „ის აქ არის“ ‒ დაემატა. „ეს იყო ბატონი გიასგან, ჩვენთვის მეორე საჩუქარი“.

თამარი ფიქრობს, რომ მისი ბრენდის წარმატება ყანჩელის მელოდიებმა განაპირობა: „ჩიკატაის“ სათამაშოები დღეს უკვე სანატრელ საჩუქრად იქცა. იდეა იმდენად შეუყვარდა, რომ სულ შიშობდა გამოუცდელობით არ გაეფუჭებინა. თავად ამბობს, რომ „ჩიკატაი“ ინტუიციით შექმნილი ბიზნესია, საქმეში პირ ველი ინვესტიციაც პირადი იყო, 11 000 ლარიანი დანაზოგი. დღეს კი უკვე წერო ჩიკატაი მსოფლიოს 18 ქვეყანაში ჩაფრინდა, მუსიკალურ სათამაშოებს ძირითადად, საქარ თველოდან საჩუქრად პატარა ემიგრანტებისთვის აგზავნიან. სათამაშოების ფასი 65 ლარიდან იწყება და 160 ლარს აღწევს. „ჩიკატაი“ მომხ მარებელს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ანტი ალერგიულ და ხელნა კეთ სათამაშოებს სთავაზობს. „ჩვენი ყველა სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან წყლის ბინადარია, ვფიქრობთ, რომ ადამიანს რომელსაც უყვარს ცხოველები და ზრუნავს მათზე, არ შეიძლება ამოძრავებდეს რამე სხვა, გარდა სიკეთისა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ბავშვების ასეთ კავში რებს“.

2 წლის „ჩიკატაი“ უკვე ჩართულია ქველმოქმედებაშიც. თამარ ბუიღლიშვილის კომპანიამ ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF კავკასიის ოფისთან მეგობრობის მემორანდუმი გააფორმა და პირველი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტიც შედგა. კერძოდ, „ჩიკატაიმ“ მხარი დაუჭირა პროექტს ‒ „ზუთხისებრთა კონსერვაციის გაძლიერება საქართველოში“ და საზოგადოებაში ამ სახეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასთან ერთად, დაამზადა სათამაშო, რომლის გაყიდვიდანაც სრული მოგება პროექტის მხარდასაჭერად ირიცხება.

როგორც ყველას სტარტაპს, მათაც დიდი გეგმები აქვთ. კომპანია მალე ახალ სათამაშოებს დაამატებს და მათ მაღაზიაში წერო ჩიკატაიზე ზღაპარიც გამოჩნდება.

„ჩიკატაის“ , როგორც დამწყებ ბიზნესს „საქართველოს ბანკი“ აქტიურად ეხმარება. თამარი ამ ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ხშირი მონაწილეა. ამბობს, რომ ამ გზით ის ფინანსურ ინსტიტუტებთან სწორ ურთიერთობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღე ბას სწავლობს. მუსიკალური სათამაშოების ბიზნესი გამონაკლისი არაა, ვის გვერდითაც „საქართველოს ბანკი“ დგას, სადაც ფიქრობენ, რომ ქალების ამ მიმართულებით წახალისება მნიშვნელოვანი საქმეა.

„საქართველოს ბანკს უკვე წლებია ქვეყნის მასშ ტაბით წვლილი შეაქვს ბიზნესში ქალების წახალისე ბაში, მათთვის ახალი ბიზნესის წამოწყების, არსებული ბიზნესის გაფართოების თუ ახალი მიმართულებების დანერგვის ხელშეწყობაში. თუმცა, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესში ქალების არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ინტელექტუალური მხარდაჭერაც. სწორედ ასეთ აქტიურ ხელშეწყობას უწევს ბანკი მეწარმე ქალებს და მათ შორის „ჩიკატაის“. საქართველოს ბანკი მათთვის ატარებს სპე ციალურ ტრენინგებს თუ როგორ შეაფასონ და მართონ უკეთ საკუთარი ბიზნესი, როგორ მოიპოვონ დაფინანსება, რათა ჰქონდეთ შემდგომი განვითარების შესა ძლებლობები. ასევე, როგორ გამოიყენონ უფრო ეფექ ტურად ციფრული მარკეტინგი, რათა გაზარდონ ინტერნეტის საშუალებით პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვები“, ­ აცხადებენ ბანკში.

 

ავტორი: სოფო ბერიძე

ფოტო: ანა ბოკო