რა შესაძლებლობებს ქმნის BTU-ს „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“?

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს – „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“.

პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების გადამზადება სამ ნაკადად ხორციელდებასრული დაფინანსებით და აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული ტექ ინგლისურის, ტექ კურსების, კარიერული ბუთქემფისა და ინდივიდუალური მენტორშიფის კომპონენტებს.

პირველი ნაკადი, 500 ქალი უკვე გადამზადდა. პროექტი იმდენად მასშტაბურად დაიწყო რეგიონების დაფარვის თვალსაზრისითაც, რომ თავდაპირველად გათვალისწინებულ რვა მუნიციპალიტეტს კიდევ  ექვსი დაემატა. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  პროექტი მთელ საქართველოს ფარავსჯამში ყველა რეგიონიდან 1500 ქალი გვეყოლება გადამზადებული და პროფესიონალი კადრი“ – განაცხადა BTU-რექტორმა, ნინო ენუქიძემ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამიზნე ლოკაციები მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს: თელავი, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ტყიბული, ზუგდიდი, წალენჯიხა, ოზურგეთი. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს მეორე ნაკადისთვის ემატება მესტია, ზესტაფონი, სენაკი, ქობულეთი, გურჯაანი, თეთრიწყარო, ბორჯომი.

ამჟამად BTU- მეორე ნაკადის შესარჩევი რეგისტრაცია გამოაცხადა. ბენეფიციარების შერჩევის პროცესს სრულად ახორციელებს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი.

მეორე ნაკადი ყველაზე მასშტაბური იქნება. 700 მონაწილე ქალის არჩევა მოხდება გადამზადებისთვის. პროექტის მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, რეგისტრირებული 16-დან 40 წლამდე  ქალბატონები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბენეფიციარების მაინც თბილისიდან უფრო მეტად აქტიურობენ“ – აღნიშნავს ნინო ენუქიძე.

ინტენსიური კურსებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი აქტივობების  დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებისთვის ჩატარდება გადამზადების ფინალური  ღონისძიება, რომელიც აერთიანებს Pitch Yourself სესიებს ინდუსტრიისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.