ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე 940-მეტრიანი სატვირთო შემადგენლობა მოძრაობს

Photo Credits to AA

19 აპრილს თურქეთის ქალაქ ყარსიდან უზბეკეთის მიმართულებით 940 მეტრიანი მატარებლის სატვირთო შემადგენლობა დაიძრა. სატვირთო შემადგენლობა 82 ვაგონისგან შედგება და სატვირთო გადაზიდვის განმავლობაში 4 ქვეყანაში შეჩერდება: აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში თურქული ტვირთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით მოხვდება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ადილ ყარაისმაილოღლუს თქმით, ტვირთი დანიშნულების ადგილას 27 აპრილისთვის ჩავა.

მინისტრის ცნობით, 2020 წლის 3 მარტის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით თურქეთიდან 1,350 ვაგონი, უფრო კონკრეტულად კი 55 ათასი ტონა ტვირთი იქნა ტრანსპორტირებული. იმავე პერიოდში თურქეთმა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის საშუალებით ირანიდან 100 ათასი ტონა ტვირთი მიიღო.