პირველად Broadcom MASTERS-ის კონკურსების ისტორიაში, აშშ-ს მასშტაბით STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) ეროვნული კონკურსის ხუთივე მთავარი პრიზის მფლობელი გოგო გახდა. გამარჯვებულებმა გოგონებმა ჯამში 65,000 აშშ დოლარის ღირებულების პრიზები მიიღეს.
კონკურსის შესარჩევ ეტაპზე 2 348 სკოლის მოსწავლიდან 30 ფინალისტი შეირჩა. ისინი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ინჟინრების, მეცნიერებისა და პედაგოგებისგან დაკომპლექტებულმა პანელმა შეარჩია.
ინჟინერიის მიმართულებით პირველი ადგილისა და Samueli Foundation Prize-ის მიერ ჯილდოდ დაწესებული 25 000 დოლარის მფლობელი 14 წლის ალეინა ჯესლერი გახდა. გოგონამ შეიმუშავა სისტემა, რომელიც ავტომობილის გარეთ დამოტაჟებულ კამერებს იყენებს მძღოლისთვის არახილვადი მონაკვეთებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირებისთვის, რაც ავტომობილების მართვას გაცილებით უსაფრთხოს ხდის.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით გამარჯვებულები და Marconi/Samueli Award for Innovation–ის 10 000 დოლარის მფლობელები სენდი კლარი და ქეისი ჰოლტი გახდნენ. მათ შექმნეს ისეთი მასალა, რომლის გამოყენებაც მარსზე იქნება შესაძლებელი. ფისისა და სიმულირებული მარსის ნიადაგის შერევით გოგონებმა შექმნეს აგურები, რომელთა გამოყენებაც წითელ პლანეტაზე კონსტრუქციების აგება გახდება შესაძლებელი. გამომგონებელი გოგონების თქმით, აგურები იმდენად გამძლეები აღმოჩნდნენ, რომ ბეტონის სამსხვრევი მოწყობილობა დასაჭირდათ, რათა ისინი დაეტესტათ.
Lemelson Award for Invention-თან ერთად 10 000 დოლარი მოიგო რეიჩელ ბერგმა. მან ინოვაციური ხაფანგი გამოიგონა პეპლის განსაკუთრებული სახეობისთვის, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან ხეებს.
Robert Wood Johnson Foundation Award ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის და 10000 დოლარი ალექსის მაკავოიმ მიიღო. მან ბიონარჩენებიდან შეიმუშავა ეფექტური, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა, გააქტიურებული ნახშირბადი საწარმოო ჩამდინარე წყლებიდან მძიმე მეტალების მოსაშორებლად.
მეცნიერების დარგში პირველ ადგილზე რუჰი იუსუფი გავიდა, მან ჯილდო საკუთარი კვლევისთვის დაიმსახურა – დაბინძურებული წყლის გასაწმენდად სხვადასხვა მცენარეების ეფექტურ კოაგულანტად გამოყენება.
STEM Talent Award-ი და 10 000 დოლარი ლორენ ეიაგმა მოიგო, რომელსაც ეკუთვნის კვლევა „ოზონის რღვევა და მისი მოქმედება ჩვენზე.“