ბორის ჯონსონი სამსახურს უბრუნდება

Photo Credits to CNN

ორშაბათს, 27 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი სამსახურს დაუბრუნდება.

რამდენიმე კვირის წინ მას COVID-19 დაუდგინდა, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ კი სრულად გამოჯანმრთელდა.

ბრიტანეთის მთავრობისთვის ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. 25 აპრილისთვის ბრიტანეთში COVID-19-ით გარდაცვალების 20 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. პარალელურად იზრდება კრიტიკა მთავრობის მიმართ. მოსახლეობა ხელისუფლებას არაეფექტური და დაგვიანებული ზომების მიღებაში ადანაშაულებს, ასევე – სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეში.

პრემიერმინისტრმა უკვე დაიწყო მუშაობა გეგმაზე, რომლის მიხედვითად, კარანტინი ისე უნდა მოიხსნას, რომ მასობრივი დაინფიცირების მეორე ტალღა არ განმეორდეს.