იმ მეცნიერთა ნახევარი, რომელმაც 2018 წელს გაერთიანებული სამეფო დატოვა, ევროკავშირის მოქალაქეა. უახლოესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა აკადემიკოსთა რიცხვი შემცირებულია.
2018 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო სხვადასხვა უნივერსიტეტებში მომუშავე 1000-მა პროფესორმა დატოვა, რომელთა ნახევარზე მეტი (550) სხვა ქვეყნის დაწესებულებებში გადავიდა სამუშაოდ.
2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდგომ, ევროკავშირის მოქალაქეთა წილი იმ მეცნიერთა შორის, რომლებიც ბრიტანეთს ტოვებდნენ, უფრო და უფრო იზრდება.
2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა 48%-ს მიაღწია.